Accessibility links

სტუმრად ჩვენს ეთერში: ლევან კახიშვილი


21 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ლევან კახიშვილი, "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" (GIP) მკვლევარი. მან ილაპარაკა რუსეთის მიერ საქართველოში წარმოებულ ე.წ. "ბორდერიზაციასა" და მის თანმდევ გამოწვევებზე. ლევან კახიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს არ შეუძლია ბორდერიზაციის პროცესის აღკვეთა, თუმცა, თვლის, რომ საქართველო უნდა შეებრძოლოს ბორდერიზაციით შექმნილ რისკებს და შეამციროს ამ პროცესით გამოწვეული მავნე ეფექტი. სულ ახლახან "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა" გამოაქვეყნა პოლიტიკის დოკუმენტი - "ბროდერიზაცია საქართველოში: რუსეთის პოლიტიკის შეკავების სტრატეგია", რომლის ავტორები ბორდერიზაციას განიხილავენ საქართველოს მიმართ რუსეთის სტრატეგიის ნაწილად, რომელიც არ არის დამოკიდებული იმაზე - რომელი ძალა იმყოფება საქართველოს ხელისუფლებაში. ლევან კახიშვილმა ილაპარაკა იმ ეფექტზეც, რასაც ბორდერიზაციის პროცესი ახდენს საქართველოს საზოგადოების განწყობაზე. ბორდერიზაციის მიმდინარეობის დამადასტურებელი ყოველი ახალი ფაქტი იწვევს უარყოფით ემოციას მოსახლეობაში, ნდობის შემცირებას ხელისუფლების და ზოგადად, პოლიტიკური ძალების მიმართ, აგრეთვე ნდობის შესუსტებას დასავლეთისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმართ. "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" დოკუმენტის თანაავტორები თვლიან, რომ საჭიროა მეტი კომუნიკაცია საზოგადოებასთან, ერთიანი სტრატეგიის შემუშავება ბორდერიზაციის ეფექტების მინიმიზაციისთვის და სახელმწიფო ინსტიტუტების კოორდინირებული მოქმედება. ლევან კახიშვილის თქმით, საქართველოს სახელმწიფო უწყებები სხვადასხვაგვარად აფასებენ ბორდერიზაციის პროცესს. საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთ ამოცანად ლევან კახიშვილი ასახელებს ბორდერიზაციის პროცესის შესახებ საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირების პრაქტიკის გაუმჯობესებას (ამ პროცესის დაკავშირებას უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან). ის თვლის, რომ საერთაშორისო საზოგადოებას (გადაწყვეტილების მიმღებ პირებს) არასაკმარისი ინფორმაცია აქვს ბორდერიზაციის პროცესის სისტემურობის შესახებ. პოლიტიკის დოკუმენტის ავტორები და მათ შორის, "დილის საუბრების" სტუმარი გამოკვეთს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე მდგარ ამოცანებსაც და ასახელებს: ოკუპაციის ხაზის დემილიტარიზაციას (ის ცალმხრივად, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე დემილიტარიზებულია) და მეტ პრინციპულობას ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიის ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაშვების საკითხში.

ლევან კახიშვილი "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:30:29 0:00
Direct link

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG