Accessibility links

სტუმრად ჩვენს ეთერში: ლიკა ჯალაღანია


სტუმრად ჩვენს ეთერში: ლიკა ჯალაღანია
please wait

No media source currently available

0:00 0:34:25 0:00

18 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ლიკა ჯალაღანია, "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" (EMC) იურისტი. მან ილაპარაკა დანაშაულის გამოძიებისას სიძულვილის მოტივის იდენტიფიკაციის მნიშვნელობაზე. ლიკა ჯალაღანია თვლის, რომ ლგბტ თემის წევრებს საქართველოში დისკრიმინაციულ გარემოში უწევთ ცხოვრება. ამ თემის ყველაზე მოწყვლად ნაწილად ის ტრანსგენდერებს ასახელებს. დისკრიმინაციული მიდგომა მათ მიმართ არის იმ სტრუქტურების მხრიდანაც, რომელთა ფუნქციაც არის ადამიანის უფლებების დაცვა. ლიკა ჯალაღანია შენიშნავს, რომ სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკა არ არსებობს, რადგან ასეთის არსებობის შემთხვევაშიც კი სამართალდამცავები არ იყენებენ მუხლს, რომელიც სიძულვილის მოტივს გამოააშკარავებდა. "დილის საუბრების" სტუმარი მნიშვნელოვნად თვლის დანაშაულის სწორად კვალიფიკაციას გამოძიების ეტაპზე, რომ სიძულვილის მოტივის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები გამოძიებისას იყოს მოპოვებული. ლიკა ჯალაღანიამ ილაპარაკა ფაქტორებზე, რაც საზოგადოებაში ქმნის და ინარჩუნებს "მორალურ პანიკას".

ლიკა ჯალაღანია "დილის საუბრებში
please wait

No media source currently available

0:00 0:49:24 0:00
Direct link

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG