Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ლინა ღვინიანიძე


ლინა ღვინიანიძე, ადამიანის უფლებათა იურისტი
ლინა ღვინიანიძე, ადამიანის უფლებათა იურისტი

22 თებერვალს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ლინა ღვინიანიძე, ადამიანის უფლებების იურისტი, "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" სოციალური უფლებების პროგრამის დირექტორი. გადაცემაში ტყიბულიდან ჩაგვერთო მირიან იმედაძე, მინდელის სახელობის შახტის გვირაბგამყვანი და აღწერა გაფიცვის მიმდინარეობა, მასშტაბი, გაფიცულთა მოთხოვნები. ლინა ღვინიანიძემ ილაპარაკა გაფიცული ტყიბულელი მეშახტეებისა და ზოგადად, საქართველოს ინდუსტრიულ რეგიონებში დასაქმებულთა პრობლემებზე. ლინა ღვინიანიძემ ხაზი გაუსვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობას - ჰქონდეს ეკონომიკური განვითარების სტრატეგია, რომლის განუყოფელი ნაწილი იქნება ადამიანის უფლებების დაცვა. "დილის საუბრების" სტუმარმა ისიც აღნიშნა, რომ ტყიბულის მსგავს რეგიონებში სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ალტერნატიული ბიზნესის ხელშეწყობაზე იმისათვის, რომ ადამიანები არ იყვნენ მთლიანად დამოკიდებული ერთი საწარმოს მუშაობასა და მისი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებებზე. ლინა ღვინიანიძე მნიშვნელოვნად თვლის აგრეთვე საზოგადოების მხარდაჭერას, ნებისმიერი სახით გამოხატულს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG