Accessibility links

20 ივლისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო მაგდა კალანდაძე, ფემინისტი-აქტივისტი, "ქალთა სოლიდარობის მარშის" ერთ-ერთი ორგანიზატორი. მან თქვა, რომ აქციის მოკლე ვადაში მომზადება და ჩატარება განპირობებული იყო კონკრეტული ძალადობრივი მოწოდებებით, რომლებიც "ქართველთა მარშზე" თათია დოლიძის გამოხმაურებას მოჰყვა.

მაგდა კალანდაძემ ილაპარაკა ქალთა პრობლემებზე, რომლებიც სიმწვავეს არ კარგავს. ის და მისი თანამოაზრეები თვლიან, რომ ამ ფონზე კონკრეტული პირის მიმართ საჯაროდ, უხამსად მუქარის გამოხატვის ფაქტის რეაგირების გარეშე დატოვება არ შეიძლებოდა. მარშის მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნაც არის მუქარის ავტორთა დასჯა. მაგდა კალანდაძე "დილის საუბრებში" გამოეხმაურა ფემინიზმის მიმართ სკეპტიკურად ან ნეგატიურად განწყობილ მსმენელთა კრიტიკულ პოზიციებსაც. "დილის საუბრების" სტუმარმა აღნიშნა, რომ ქალთა შორის და ქალების მიმართ სოლიდარობის გაღვივებისთვის მნიშვნელოვანია იმ პრობლემების სწორად დანახვა, რაც ქალთა დისკრიმინაციულ აღქმას და ჩაგვრას უკავშირდება. "მიუხედავად ქილიკისა და უარყოფითი რეაქციისა, ჩვენ არ ვაპირებთ გაჩუმებას ქალთა ჩაგვრაზე. ჩვენ ბევრი უნდა ვილაპარაკოთ!", - ამბობს მაგდა კალანდაძე.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

20 სექტემბრიდან რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ვმასპინძლობდით 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტიებსა და ბლოკებს. თითოეულ პოლიტიკურ სუბიექტს თანაბარი დრო (20 წუთი) ეთმობოდა და ეძლეოდა საშუალება, აუდიტორიისთვის წარედგინა თავისი პრიორიტეტები და პოზიციები ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე: ეკონომიკური აქტივობის ხელშეწყობაზე, სოციალური საკითხების მოგვარებაზე, გარემოს დაცვაზე, ინფრასტრუქტურის განვითარებასა თუ სატრანსპორტო პოლიტიკაზე. ყველა ინტერვიუს აუდიო და ვიდეოჩანაწერი გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებსაიტსა და ფეისბუკის გვერდებზე.

XS
SM
MD
LG