Accessibility links

სტუმრად ჩვენს ეთერში: მაკა ჭითანავა


მაკა ჭითანავა გამოკითხვაზე - "რომელ ქვეყანაში ისურვებდით დაბადებას?"
please wait

No media source currently available

0:00 0:38:40 0:00

მაკა ჭითანავა გამოკითხვაზე - "რომელ ქვეყანაში ისურვებდით დაბადებას?"

4 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო მაკა ჭითანავა, ISET კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი. მან ილაპარაკა ონლაინ გამოკითხვაზე, რომელიც იწყებოდა შეკითხვით - "არჩევა რომ შეგეძლოს, რომელ ქვეყანაში ისურვებდი დაბადებას?". გამოკითხვა ტარდებოდა მარტში, ერთი კვირის განმავლობაში და მასში მონაწილეობა მიიღო საქართველოს 501-მა მოქალაქემ. მათგან დაბადების ადგილად საქართველო აირჩია 18%-მა, აშშ - 14%-მა, იტალია - 8%-მა, გაერთიანებული სამეფო - 8%-მა, გერმანია - 7%-მა, შვეიცარია - 6%-მა, ნორვეგია და შვედეთი 5-5%-მა, საფრანგეთი, ნიდერლანდის სამეფო და ესპანეთი 3-3%-მა. მაკა ჭითანავამ აღნიშნა, რომ გამოკითხვა არ ასახავს მთელ ქვეყანაში არსებულ განწყობებს. გამოკითხულთა საშუალო ასაკი 29 წელია, მათი 97% ეროვნებით ქართველია. მხოლოდ ერთმა ადამიანმა აღნიშნა, რომ რუსეთში ისურვებდა დაბადებას. საინტერესოა გამოკითხვის შედეგების გაანალიზება გენდერულ ჭრილშიც - როგორც დაბადებისთვის სასურველი ქვეყნების არჩევის თვალსაზრისით, აგრეთვე იმ ფაქტორების მიხედვით, რომლითაც ხსნიან თავიანთ არჩევანს. დაბადების სასურველ ადგილად საქართველოს ამრჩევებს სამი მთავარი მიზეზი აქვთ: ბუნება და კლიმატი, საჭმელი, კულტურა და ხალხი. სხვა ქვეყნებში დაბადების მოსურნეებისთვის კი ყველაზე მნიშვნელოვანია შემდეგი სამი ფაქტორი: პირადი თავისუფლება, განათლების და ჯანდაცვის კარგი ხარისხი და პროფესიული განვითარების უკეთესი შესაძლებლობები. მაკა ჭითანავამ განმარტა, რომ დაბადების სასურველ ადგილად სხვა ქვეყნების ამრჩევი ადამიანების რაოდენობა არ ასახავს სხვა ქვეყნებში მოგზაურობის ან საცხოვრებლად წასვლის მსურველთა რაოდენობას.

მაკა ჭითანავა "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:48:50 0:00
Direct link

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG