Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: მანანა შარაშიძე


28 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო მანანა შარაშიძე, ფსიქიატრი, საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციის ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სფეროში არსებულ პრობლემებზე. კერძოდ, ის გამოეხმაურა აჭარაში არსებული ერთადერთი ფსიქიატრიული საავადმყოფოს აუქციონზე გატანის ფაქტს და განმარტა მიზეზები, რის გამოც ფსიქიატრების ერთ ჯგუფს აშფოთებს აჭარაში ფსიქიატრიული პაციენტების მომსახურების პერსპექტივა.

მანანა შარაშიძე "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:49:31 0:00
გადმოწერა

შპს "რესპუბლიკური კლინიკური ფსიქონევროლოგიური საავადმყოფო" აჭარის მთავრობამ აუქციონზე გამოიტანა მიმდინარე წლის 16 დეკემბერს. ობიექტის საწყისი ფასი 100000 ლარია. აუქციონის პირობებით, ინვესტორს დაწესებულებისთვის ფსიქიატრიული პროფილის შენარჩუნება მხოლოდ 10 წლით ევალება. მანანა შარაშიძე ხაზს უსვამს, რომ ის არ არის პრივატიზაციის წინააღმდეგი, არამედ აღელვებს ის, რომ ხელისუფლებამ პროფესიონალებთან კონსულტაციის გარეშე (ჯანდაცვის სამინისტროში ამგვარი კომუნიკაციისთვის სათანადო ფორმატიც არსებობს საბჭოს სახით) მიიღო ობიექტის გაყიდვის გადაწყვეტილება. "დილის საუბრების" სტუმარი და ხელისუფლებისთვის გაგზავნილი მიმართვის ხელმომწერი მისი კოლეგები თვლიან, რომ აუქციონი უნდა შეჩერდეს და ხელისუფლებამ ყველა დაინტერესებულ მხარესთან კონსულტაციები დაიწყოს. "იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდება და მოლაპარაკება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პაციენტების საკეთილდღეოდ შემობრუნდება", - ასე სრულდება აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრის, ჯანდაცვის მინისტრის, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელისა და სახალხო დამცველისთვის ფსიქიატრთა არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით გაგზავნილი წერილი. "დილის საუბრებში" მანანა შარაშიძემ ილაპარაკა სავარაუდო მიზეზებზე, რის გამოც ფსიქიკური ჯანმრთელობის სფერო სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის "უხილავია".

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG