Accessibility links

სტუმრად ჩვენს ეთერში: მარიამ გრიგალაშვილი


29 იანვარს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო მარიამ გრიგალაშვილი, "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" (GIP) მკვლევარი. მან ილაპარაკა საქართველო-რუსეთის 2011 წლის 9 ნოემბრის შეთანხმებაზე "საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ". ამ დოკუმენტს ხელი მოეწერა აგვისტოს ომიდან სამ წელიწადში, როცა ორ ქვეყანას შორის არ იყო დიპლომატიური ურთიერთობა. ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (WTO) რუსეთის გაწევრიანების საკითხის გააქტუალურების კვალდაკვალ საერთაშორისო თანამეგობრობამ იკისრა შუამავლის როლი საქართველოსა და რუსეთს შორის შეთანხმების მისაღწევად. 2011 წელს შვეიცარიის შუამავლობით მიღწეული იყო შეთანხმება, რომელსაც მაშინაც და დღესაც თან ახლავს პოლიტიკური სპეკულაციები. მას შემდეგ, რაც 2017 წლის დეკემბერში საქართველომ ხელი მოაწერა კონტრაქტს შუამავალ შვეიცარულ კომპანიასთან, რჩება ერთი ნაბიჯი (რუსეთის მიერ მსგავსი კონტრაქტის ხელმოწერა), რომ 2011 წლის შეთანხმება ფაქტობრივად ამოქმედდეს. ეს თავის მხრივ ნიშნავს იმას, რომ დოკუმენტით განსაზღვრული სამი სავაჭრო დერეფნის გამოსასვლელ/შესასვლელში განხორციელდება ტვირთების კონტროლი. მარიამ გრიგალაშვილმა "დილის საუბრებში" გაშიფრა დერეფნების ციფრული კოორდინატები და აღნიშნა, რომ კითხვას ბადებს ცხინვალთან (ოკუპირებული ტერიტორიის შუაგულში) მონიშნული პუნქტები - რატომ ჩაიწერა ისინი დოკუმენტში და ვინ დადგება ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ პუნქტებზე? მარიამ გრიგალაშვილთან ინტერვიუში მოისმენთ 2011 წლის 9 ნოემბრის შეთანხმების ხელმოწერის კონტექსტსა და დღეს შექმნილ ვითარებაზე - ვის რას მოუტანს მისი ამოქმედება?

მარიამ გრიგალაშვილი "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:59:21 0:00
Direct link

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG