Accessibility links

სტუმრად ჩვენს ეთერში: მერაბ ჯანიაშვილი


სტუმრად ჩვენს ეთერში: მერაბ ჯანიაშვილი
please wait

No media source currently available

0:00 0:40:19 0:00

19 ივლისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო მერაბ ჯანიაშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეკონომიკური ანალიტიკოსი. მან ილაპარაკა საქართველოს საგარეო ვაჭრობის სტატისტიკაზე, რომელიც ორიოდე დღის წინ გამოაქვეყნა "საქსტატმა". სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2016 წელს საქართველოს საგარეო ვაჭრობის ყველაზე დიდი წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის (29,6%), დსთ-ს ქვეყნებზე - 28,9%, დანარჩენ ქვეყნებზე კი - 41,5%. გასულ წელსაც საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა თურქეთი (მთლიანი ბრუნვის 15,9%) იყო. მას მოსდევს: რუსეთი (8,3%),აზერბაიჯანი (8,2%), ჩინეთი (7,5%), უკრაინა (5,4%) და გერმანია (5,3%). ტერიტორიების მიხედვით, საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბრუნვა ასე ნაწილდება: 47,1% აზიაზე მოდის, 46,8% - ევროპაზე, 5,5% - ამერიკაზე. უმსხვილესი საექსპორტო საქონლის პირველ ხუთეულშია: სპილენძის მადნები (14,8%), თხილი (8,5%), ფეროშენადნობები (8%), მსუბუქი ავტომობილები (7,9%). ღვინო ექსპორტის 5,4%-ს შეადგენს. მერაბ ჯანიაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საექსპორტო პროდუქციის უდიდესი ნაწილი "ნახევარფაბრიკატია", ეკონომიკისთვის კი გაცილებით მომგებიანი იქნებოდა მზა პროდუქციის ექსპორტის წილის გაზრდა. საქართველოს საგარეო ვაჭრობის უარყოფითი სალდო წლებია აჭარბებს 5 მილიარდ დოლარს. ბოლო წლებში მცირე ცვლილებებს განიცდიდა, 2016 წლის საგარეო ვაჭრობის უარყოფითმა სალდომ 5 მილიარდ 181 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ქვეყნიდან დოლარის დიდი ოდენობით გადინების მიზეზია. მერაბ ჯანიაშვილმა ილაპარაკა სახელმწიფოს პოლიტიკაზეც და იმ ბერკეტებზე, რითაც ხელისუფლებას შეუძლია ადგილობრივი წარმოების რეალურად წახალისება.

მერაბ ჯანიაშვილი "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:49:04 0:00
Direct link

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG