Accessibility links

2 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო მიხეილ ბენიძე, "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი. მან ილაპარაკა წინასაარჩევნო გარემოზე. ISFED-მა გასული კვირის ბოლოს გამოაქვეყნა "წინასაარჩევნო მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში", რომელიც მოიცავს 5-25 სექტემბრის პერიოდს. დოკუმენტში აღწერილია დარღვევები და დარღვევების რისკები წინასაარჩევნო პერიოდში სხვადასხვა სუბიექტისა თუ საარჩევნო ადმინისტრაციის წევრის მოქმედებაში. მიხეილ ბენიძემ ილაპარაკა საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩზეც, რომლისთვის მზადების პერიოდიც აგრეთვე აღწერილია ISFED-ის ანგარიშში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

20 სექტემბრიდან რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ვმასპინძლობდით 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტიებსა და ბლოკებს. თითოეულ პოლიტიკურ სუბიექტს თანაბარი დრო (20 წუთი) ეთმობოდა და ეძლეოდა საშუალება, აუდიტორიისთვის წარედგინა თავისი პრიორიტეტები და პოზიციები ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე: ეკონომიკური აქტივობის ხელშეწყობაზე, სოციალური საკითხების მოგვარებაზე, გარემოს დაცვაზე, ინფრასტრუქტურის განვითარებასა თუ სატრანსპორტო პოლიტიკაზე. ყველა ინტერვიუს აუდიო და ვიდეოჩანაწერი გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებსაიტსა და ფეისბუკის გვერდებზე.

XS
SM
MD
LG