Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: მიხეილ ჯანელიძე


მიხეილ ჯანელიძე საგარეო პოლიტიკის გამოწვევებზე
please wait

No media source currently available

0:00 0:42:46 0:00

20 აპრილს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო მიხეილ ჯანელიძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. ის გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს სოხუმში და შეაფასა როგორც ყველა საერთაშორისო ნორმისა და პრინციპის დარღვევა, აგრეთვე "პროვოკაციული პოლიტიკა", რომელსაც რუსეთი ახორციელებს. მიხეილ ჯანელიძემ ილაპარაკა ევროსაბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებულ ანგარიშზე - "კონფლიქტი საქართველოში", რომელშიც ასახულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები.

მიხეილ ჯანელიძე "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:49:26 0:00
გადმოწერა

რუსეთი იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც მხარი არ დაუჭირა ამ ანგარიშს. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ნაბიჯები "მიმართულია იმისკენ, რომ რუსეთმა აგოს ყველა შესაბამის საერთაშორისო ფორმატში პასუხი ამ ქმედებებთან დაკავშირებით". საგარეო საქმეთა მინისტრმა ილაპარაკა ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატზე, სადაც, მისი განცხადებით, დიდი ხანია არ არის პროგრესი რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკის გამო. ინტერვიუში მოისმენთ მიხეილ ჯანელიძის განმარტებებსა და შეფასებებს: ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მისიების დაუშვებლობის საკითხზე; რუსეთსა და საქართველოს შორის 2011 წელს დადებულ შეთანხმებაზე, რომელიც საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებულ ძირითად პრინციპებს განსაზღვრავს და დღემდე არ ამოქმედებულა. შეთანხმება დაიდო ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების ფარგლებში. მიხეილ ჯანელიძის თანახმად, საქართველოს უკვე დასრულებული აქვს მოლაპარაკებები ნეიტრალურ კერძო კომპანიასთან, რომლის ტვირთების მონიტორინგში მონაწილეობა განსაზღვრულია სწორედ 2011 წლის შეთანხმებით. იმავე კომპანიასთან მუშაობს რუსეთის მხარეც. საგარეო საქმეთა მინისტრთან ინტერვიუ შეეხებოდა საქართველოს დასავლური ინტეგრაციის პროცესსაც. ევროკავშირში ინტეგრაციის შემდგომ დღის წესრიგზე საუბრისას, მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, რომ საქართველოს საბოლოო მიზანი არის ევროკავშირის წევრობა. ამასთან, მინისტრის თანახმად, ოფიციალური განაცხადის გაკეთებას სჭირდება შესაბამისი დრო და პირობები, როცა საქართველოც და ევროკავშირიც მზად იქნებიან ამისთვის. რაც შეეხება ნატოში ინტეგრაციის სტატუსს, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, დღეს მოქმედებაშია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელიც საქართველოს ამზადებს ნატოს წევრობისთვის.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG