Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ნათია მელაძე


სტუმრად ჩვენს ეთერში: ნათია მელაძე
please wait

No media source currently available

0:00 0:42:48 0:00

2 მარტს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნათია მელაძე, "ევროპის ფონდის" პროგრამის მენეჯერი. მან ილაპარაკა ბიუჯეტის დაგეგმვასა და სახელმწიფო ხარჯებზე სამოქალაქო მონიტორინგის მნიშვნელობაზე. "ევროპის ფონდმა" განახორციელა პროექტი: "თანამშრომლობა ბიუჯეტის გამჭვირვალობისთვის: სახელმწიფო ხარჯების სამოქალაქო მონიტორინგი საქართველოში". ნათია იმნაძის თქმით, მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირება იმ მექანიზმების შესახებ, რა გზითაც მათ უფლება აქვთ მიიღონ მონაწილეობა ბიუჯეტის დაგეგმვისა და ხარჯვაზე მონიტორინგის პროცესში. "დილის საუბრების" სტუმარი თვლის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვასა და ხარჯების მონიტორინგში მონაწილეობის კოორდინირებული, თანმიმდევრული მცდელობა შედეგიანი იქნება. ამისთვის შეიქმნა პროექტის ფარგლებში ბიუჯეტის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების პლატფორმა, რომელმაც მომავალშიც უნდა გააგრძელოს მოქმედება, მათ შორის - საზოგადოების ინფორმირებისა და გააქტიურების კუთხით.

ნათია მელაძე "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:49:29 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG