Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ნათია თავბერიძე


31 იანვარს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნათია თავბერიძე, "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის" კოორდინატორი. მან ილაპარაკა აფგან მუხთარლის საქმის ეფექტიანი გამოძიების საჭიროებაზე და საქართველოს მთავარ პროკურორთან შეხვედრის მოთხოვნაზე. 13 არასამთავრობო ორგანიზაცი აწერს ხელს მიმართვას, რომლითაც საქართველოს მთავრობიდან ითხოვენ: "გაასაჯაროვოს საქართველოში 2017 წლის 29 მაისს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, სავარაუდო გატაცებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების დეტალები: მათ შორის, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გავრცელდეს საქმეში მითითებული სავარაუდო გატაცების ადგილიდან, ასევე სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან ამოღებული ვიდეო-მასალა. დღემდე საზოგადოებისთვის მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს". უფლებადამცველები მთავარი პროკურორისგან ითხოვენ საქმეზე დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიებას; გამოძიების შედეგებისა და მიმდინარეობის თაობაზე მასთან შეხვედრას და აფგან მუხთარლისა და მისი მეუღლისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას.

ნათია თავბერიძე "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:24:44 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG