Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ნიკა ჩიტაძე


სტუმრად ჩვენს ეთერში: ნიკა ჩიტაძე
please wait

No media source currently available

0:00 0:30:05 0:00

30 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნიკა ჩიტაძე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი. მან ილაპარაკა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ დეკლარაციაზე - "საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის თაობაზე". ნიკა ჩიტაძემ აღნიშნა, რომ ნატოს წევრებს შორის კონსენსუსის მიღწევამდე საქართველომ უნდა იზრუნოს რეფორმების გაგრძელებაზე, როგორც ეს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ დეკლარაციაშიც არის აღნიშნული და მოიცავს: დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, სასამართლოს დამოუკიდებლობას და მედია-პლურალიზმის შენარჩუნებას. პოლიტოლოგის განმარტებით, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში არსებულ პოზიციებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ნატოს სახელმწიფოების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ნიკა ჩიტაძემ აღნიშნა ისიც, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეა იყო პირველი აგვისტოს ომის შემდეგ, რომელმაც დოკუმენტებში გამოიყენა სიტყვები "ოკუპაცია" და "ინტერვენცია" რუსეთის წინააღმდეგ. "დილის საუბრების" სტუმარი მნიშვნელოვნად თვლის ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომის თბილისში გამართვას, თუმცა, თავისთავად ეს ფაქტი არ აახლოებს საქართველოს ნატოსთან, არამედ ისევ და ისევ რეფორმების გაგრძელება. საბოლოოდ კი გადაწყვეტილება დამოკიდებულია ნატოს ლიდერთა შორის კონსენსუსზე, რაც, ნიკა ჩიტაძის აზრით, შესაძლებელია "გაწევრიანების სამოქმედო გეგმის" (MAP) გამოტოვებითაც მოხდეს. რაც შეეხება რუსეთის ფაქტორს, პოლიტოლოგი თვლის, რომ დასავლეთმა უნდა გააგრძელოს რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციების პოლიტიკა, რაც საბოლოოდ აისახება რუსეთის მდგომარეობაზე და რუსეთის ლიდერს აიძულებს პოზიციების შეცვლას.

ნიკა ჩიტაძე "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:48:56 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG