Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ნინო გუჯარაიძე


21 თებერვალს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნინო გუჯარაიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივის" აღმასრულებელი დირექტორი. მან ილაპარაკა გასული წლის ბოლოს განხორციელებულ მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის ზოგიერთ იმ შედეგზე, რაც გარემოს დაცვის პოლიტიკის განხორციელებას უკავშირდება. რეორგანიზაციის ერთ-ერთი შედეგი იყო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების ერთ სამინისტროდ ქცევა. არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივა" იტოვებს იმედს, რომ პრობლემური ვითარების შექმნა გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესში ამ რეორგანიზაციის ბრალია და არა, მაგალითად, კორუფციული გარიგებების შედეგი. კერძოდ, ნინო გუჯარაიძე განმარტავს, რომ 2018 წლის 1 იანვრიდან "გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის" ამოქმედების მიუხედავად, სამინისტრო ბევრ შემთხვევაში მაინც სარგებლობს ძველი - "გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ" კანონით, რომელიც გადაწყვეტილების მიღების უფრო დახურულ პროცედურებს ითვალისწინებს. ახალი კანონით დგინდება გადაწყვეტილების მიღების უკეთესი წესი, რომლითაც განისაზღვრა მოქალაქეების მონაწილეობა გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და ნებართვაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში. გარდა ამისა გაზრდილია შეფასებისა და გადაწყვეტილების მიღების ვადებიც. სამინისტროსთვის გაგზავნილ წერილში "მწვანე ალტერნატივა" დეტალურად ხსნის - რატომ თვლის პრობლემად 54 დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასებას ძველი კანონით. "დილის საუბრების" ეთერში ნინო გუჯარაიძე პრობლემად ასახელებს იმასაც, რომ ბოლო ხანს გაჩნდა იდეა ნებართვის გამცემ ორგანოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს განსაზღვრის შესახებ.

ნინო გუჯარაიძე "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:24:21 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG