Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ნინო ხითარიშვილი


ნინო ხითარიშვილი წინასაარჩევნო გარემოს შეფასებაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:43:26 0:00

23 აგვისტოს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნინო ხითარიშვილი, "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) პროექტის კოორდინატორი. მან ილაპარაკა თვითმმართველობის არჩევნების შესახებ და წინასაარჩევნო გარემოზე. ნინო ხითარიშვილმა ილაპარაკა პოლიტიკურ აქტივობაზე წინასაარჩევნოდ და იმაზე, რომ უფრო მეტად კონცენტრირებული ის თბილისშია. "დილის საუბრების" სტუმარმა მიმოიხილა საკითხები, რომლებიც წინასაარჩევნოდ პოლიტიკური დისკუსიის ცენტრში მოექცა და უმთავრესი საკონსტიტუციო რეფორმაა. ISFED თვლის, რომ არჩევნების პერიოდში პოლარიზაციის თავიდან აცილებისა და ჯანსაღი პოლიტიკური პროცესის შენარჩუნებისთვის უმნიშვნელოვანესია მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ გამოიჩინონ მაქსიმალური ძალისხმევა დიალოგისათვის, რათა მიაღწიონ რეალურ კონსენსუსს საკონსტიტუციო რეფორმასა და მისი საკვანძო საკითხის საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ. ნინო ხითარიშვილმა ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიუკერძოებლობის უზრუნველყოფაზე, აგრეთვე საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესის გამჭვირვალობისა და კონკრეტულ კრიტერიუმებზე დაფუძნების მნიშვნელობაზე. ნინო ხითარიშვილმა ილაპარაკა ISFED-ის აქტივობაზე, რომლის მიზანიც მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფების თვითმმართველობის არჩევნების არსსა და მოქალაქეთა უფლება-მოვალეობებში გათვითცნობიერებაა.

ნინო ხითარიშვილი "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:48:51 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG