Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ნინო რობაქიძე და ზვიად ქორიძე


ნინო რობაქიძე და ზვიად ქორიძე "რუსთავი-2"-ის საქმეზე
please wait

No media source currently available

0:00 0:44:48 0:00

3 მარტს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ ნინო რობაქიძე, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროგრამის მენეჯერი და ზვიად ქორიძე, ჟურნლისტი, მედიაექსპერტი. მათ ილაპარაკეს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ 2 მარტს "რუსთავი-2"-ის საქმესთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე. "დილის საუბრების" სტუმრებმა ყურადღება გაამახვილეს კონტექსტზე და დიდი პალატის გადაწყვეტილების პოლიტიკურ ფასზე, იმაზე, რომ ხელისუფლების გავლენისგან არის დასაცავი მედია-სივრცე, რომ მედიის ყოფნა-არყოფნა არ არის ხელისუფლების გადასაწყვეტი და ხელისუფლება არ უნდა წყვეტდეს როგორ ტელევიზიას უნდა უყუროს საზოგადოებამ. სტუმრებმა აღნიშნეს, რომ სასამართლო პროცესის დასაწყისიდანვე იყო ცხადი, რომ ეს არ იყო ქონებრივი დავა "რუსთავი-2"-ის გამო. "დილის საუბრებში" ტელეფონით ჩაერთო ანა ნაცვლიშვილი, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე, რომელმაც აღნიშნა, რომ სასამართლო პროცესის მიმართ კითხვები გაჩნდა დასაწყისიდანვე და სასამართლომ ვერ შეძლო დაემტკიცებინა, რომ ეს არ იყო პოლიტიზებული საქმე. ანა ნაცვლიშვილი თვლის, რომ მედია-პლურალიზმისთვის მთავარია საზოგადოებაში არსებობდეს სივრცეები, რომლებიც არ კონტროლდება ხელისუფლების მიერ, იმისდა მიუხედავად როგორი მედიაა "რუსთავი-2".

გადმოწერა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG