Accessibility links

სტუმრად ჩვენს ეთერში: ნინო ცუხიშვილი


სტუმრად ჩვენს ეთერში: ნინო ცუხიშვილი
please wait

No media source currently available

0:00 0:38:59 0:00

15 ივლისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნინო ცუხიშვილი, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" (საია) იურისტი. მან ილაპარაკა საჯარო სამსახურში დისციპლინური პასუხისმგებლობის საკანონმდებლო საფუძველსა და პრაქტიკაზე. ნინო ცუხიშვილი არის ავტორი ანგარიშისა, რომელიც ამ თემაზე მოამზადა საია-მ და აღწერს 2015 წლის მდგომარეობას. როგორც სტუმარმა განმარტა, დისციპლინური წარმოების საერთო რაოდენობა მცირეა საჯარო სამსახურში დასაქმებულთა რაოდენობასთან შეფარდებით და კიდევ უფრო მცირეა დისციპლინური წარმოების საფუძველზე სამსახურიდან გათავისუფლებულთა რაოდენობა. ანგარიშის თანახმად, 2015 წელს საქართველოს პარლამენტიდან და სამინისტროებიდან გაათავისუფლეს 7117 საჯარო მოხელე. მათგან ყველაზე მეტი - 4135 პირი გაათავისუფლეს სხვა დაწესებულებაში გადასვლასთან დაკავშირებით. 1775 პირი კი გათავისუფლებულია "საკუთარი ინიციატივის საფუძველზე". სწორედ ამ ბოლო მონაცემს თვლის ნინო ცუხიშვილი საეჭვოდ. ის განმარტავს, რომ საკუთარი ინიციატივით პირის სამსახურიდან გათავისუფლებისას უწყება თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან, რომ განმარტოს და დაასაბუთოს გათავისუფლების მიზეზი. "დილის საუბრების" სტუმრის თქმით, მნიშვნელოვანია, პირადი განცხადების საფუძველზე პირის გათავისუფლებისას მისი ნების ნამდვილობის დადგენა.

ნინო ცუხიშვილი "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:48:55 0:00
Direct link

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG