Accessibility links

11 იანვარს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნინო ცუხიშვილი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) იურისტი. მან ილაპარაკა საჯარო სექტორში კადრებისა და ხარჯების რეორგანიზაცია-ოპტიმიზაციის პროცესზე და ამ პროცესში მხარეთა უფლება-მოვალეობებზე. ნინო ცუხიშვილმა აღნიშნა, რომ საია აკვირდება პროცესს, რამდენად საჯაროდ და გამჭვირვალედ წარიმართევა ის, მისი დასრულების შემდეგ კი სამინისტროებიდან გამოითხოვს საჯარო ინფორმაციას და მოამზადებს ანგარიშს. საია-ს იურისტმა ილაპარაკა საჯარო დაწესებულებებში რეორგანიზაციის არაერთგვაროვან პრაქტიკაზე, აგრეთვე იმაზე, რა შემთხვევაში ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლებას და როგორ განმარტავს ის რეორგანიზაციას. ნინო ცუხიშვილის შეფასებით, უმჯობესი იქნებოდა რეორგანიზაციის პროცესი განხორციელებულიყო "საჯარო სამსახურის შესახებ" ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ. მიმდინარე პროცესში კი საია საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებულ იმ მოქალაქეებს, ვინც დამსაქმებლის გადაწყვეტილებას უსამართლოდ ჩათვლის, იურიდიულ დახმარება სთავაზობს.

ნინო ცუხიშვილი "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:49:18 0:00
Direct link

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG