Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ნოდარ კერესელიძე


სტუმრად ჩვენს ეთერში: ნოდარ კერესელიძე
please wait

No media source currently available

0:00 0:43:04 0:00

13 აპრილს რადიო თავისუფლების „დილის საუბრების“ სტუმარი იყო სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე. მან ილაპარაკა 2017-2020 წლების სოფლის განვითარების სტრატეგიაზე, რომლის მიზანია არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, არამედ ინფრასტრუქტურის განვითარება და სხვადასხვაგვარი ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობა. ეს არის, მაგალითად, აგროტურიზმი, სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი მრეწველობა, არასასოფლო-სამეურნეო მრეწველობა და სხვა. სტრატეგიის შემუშავებაში საქართველოს მთავრობას დაეხმარნენ საერთაშორისო პარტნიორები: ევროკავშირისა და გაეროს უწყებები. „დილის საუბრებში“ ნოდარ კერესელიძემ აღნიშნა, რომ სტრატეგიის განხორციელებისთვის უმნიშვნელოვანესია სოციალური საკითხების მოგვარება სოფლად, მათ შორის განათლებასთან და ჯანდაცვასთან დაკავშირებული პრობლემებისა. გარდა ამისა, სტრატეგია მოიცავს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის საკითხებს. როგორც მინისტრის მოადგილემ თქვა, ჯერჯერობით დანერგვის ეტაპზეა ის მექანიზმი, რომელიც სოფლის განვითარების სტრატეგიის განხორციელებაში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობას გულისხმობს. ეს მოხდება ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების შექმნის გზით. ასეთი ჯგუფების ფორმირება დაწყებულია სამ მუნიციპალიტეტში და ამ პროცესს ხელს უწყობს ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის (ENPARD).

ნოდარ კერესელიძე "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:49:28 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG