Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ნოდარ კერესელიძე


ნოდარ კერესელიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე
ნოდარ კერესელიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე

14 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნოდარ კერესელიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე. მან ილაპარაკა "სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის" (ENPARD) პირველი ფაზის შედეგებზე. პროგრამის პირველი ფაზა მოიცავდა 2014-2017 წლებს და მისი ბიუჯეტი იყო 52 მილიონი ევრო. ნოდარ კერესელიძემ განმარტა, რომ ENPARD-ის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს სოფლის მეურნეობის პოლიტიკისა და პრაქტიკის მიახლოებას ევროკავშირის პოლიტიკასა და პრაქტიკასთან. თავდაპირველად პირველი ფაზის ბიუჯეტი 40 მილიონი ევრო იყო, რომელსაც მოგვიანებით დაემატა 12 მილიონი. დახმარების ნაწილი პირდაპირი საბიუჯეტო დახმარება იყო, ნაწილი კი მოხმარდა ფერმერებისა და კოოპერატივებისთვის პირდაპირი საგრანტო პროგრამის განხორციელებას, ტექნიკურ მხარდაჭერასა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერებას. პირველი ფაზის პრიორიტეტებს შორის მინისტრის პირველმა მოადგილემ დაასახელა ექსტენციის სისტემის მხარდაჭერა, რაც გულისხმობს ფერმერთა მომსახურების საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების შექმნა-განვითარებას. ნოდარ კერესელიძემ აღნიშნა, რომ სულ მალე სამინისტრო დაამტკიცებს ექსტენციის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას. "დილის საუბრების" სტუმარმა ილაპარაკა ENPARD-ის პროგრამის მეორე და მესამე ფაზების მიზნებზეც, აღნიშნა, რომ პროგრამის ბიუჯეტი 180 მილიონი ევროა და ის 2021 წლამდე გაგრძელდება.

ნოდარ კერესელიძე "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:24:33 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG