Accessibility links

სტუმრად ჩვენს ეთერში: პაატა ბაირახტარი


20 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო პაატა ბაირახტარი, "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" (აფბა) ვიცეპრეზიდენტი. მან ილაპარაკა საწვავის ბაზარზე არსებულ მდგომარეობაზე, ფასების ცვლილების დინამიკასა და ამის მიზეზებზე. პაატა ბაირახტარის თქმით, მისი ორგანიზაცია მუდმივად აკვირდება საწვავის ბაზარს და აფბა-ს განცხადება, რომ "ნავთობიმპორტიორები მოსახლეობას მთელი წლის განმავლობაში ატყუებენ" გულისხმობს იმას, რომ ეს ბიზნესი არაჯანსაღ პირობებში ახერხებს დიდი მოგების მიღებას. არასიჯანსაღე კი, პაატა ბაირახტრის შეფასებით, კარტელურ გარიგებებსა და ფასებზე შეთანხმებაშია. აფბა-ს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში წაიკითხავთ: "უკვე თვეზე მეტია, რაც მსოფლიო ბირჟებზე ფასის მატების ტენდენცია შეჩერებულია და ტრენდს გარდამავალი კურსი აქვს, რომელიც თვეზე მეტია აღარ აღემატება ბარელზე 57 დოლარს. ამას ემატება, ბოლო პერიოდში ერივნული ვალუტის მკვეთრი გამყარება, რომელიც კვირაზე მეტია სტაბილურდება და საერთო ჯამში ეროვნული ვალუტა, თითქის 7 % -ით გამყარდა. აღნიშნული გარემოებები კი ისევ არ ისახება საწვავის საცალო ფასზე".

პაატა ბაირახტარი "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:23:11 0:00
Direct link

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG