Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაატა გაფრინდაშვილი: "არსებული სანქციები არ არის თანაზომადი იმისა, რაც უკვე ჩაიდინა რუსეთმა"


16 მარტს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო პაატა გაფრინდაშვილი, საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) დირექტორი. მან ილაპარაკა რუსეთის მიმართ დასავლეთის პოლიტიკის კონსოლიდაციის პროცესსა და ამ კონტექსტში საქართველოსთვის არსებულ შესაძლებლობებზე. პაატა გაფრინდაშვილის შეფასებით, ბრიტანეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების კვალობაზე დასავლეთის რიტორიკა სავსებით ადეკვატურია, თუმცა, ჯერ კიდევ საკითხავია, რუსეთის შეკავების რამდენად ეფექტიან სტრატეგიაში გადაიზრდება ის. რაც შეეხება საქართველოს ინტერესებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიდგომების ურთიერთმიმართებას, პაატა გაფრინდაშვილის აზრით, დღეს ის უფრო ხელსაყრელია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. "დილის საუბრების" სტუმარი თვლის, რომ საჭიროა დიალოგი როგორც საქართველოსა და დასავლეთს, აგრეთვე საქართველოსა და რუსეთს შორის. ამის პარალელურად მნიშვნელოვანია აქტიური მოქმედება რუსეთის ანექსიური პოლიტიკისა და ნაბიჯების შესასუსტებლად. პაატა გაფრინდაშვილი ნატოს სამიტის მოახლოების კონტექსტსაც შეეხო და თვლის, რომ ამ ეტაპზე საქართველოს მიერ გასააქტიურებელია ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მიღების საკითხი. ამასთან, თუკი MAP-ის მიღება შეუძლებელი იქნება, მაშინ საქართველომ უნდა მიაღწიოს იმას, რომ ალიანსის წევრებმა აღიარონ MAP-ის გვერდის ავლით ნატოში საქართველოს მიღების შესაძლებლობა.

პაატა გაფრინდაშვილი "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:50:57 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG