Accessibility links

სტუმრად ჩვენს ეთერში: რეზო გეთიაშვილი


21 მარტს ტყეების მსოფლიო დღე აღინიშნება. რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო რეზო გეთიაშვილი, "კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის" (CENN) გარემოსდაცვითი პროგრამების კოორდინატორი. მან ილაპარაკა საქართველოში ტყეების მდგომარეობაზე, ტყის ჭრის მასშტაბსა და მიზეზებზე. გასული წლიდან CENN-მა აამოქმედა "საქართველოს სატყეო პორტალი", რომლის გამოყენებითაც მოქალაქეებს საშუალება აქვთ ელექტრონულად აღნუსხონ ტყეებში არსებული მდგომარეობა - განათავსონ პორტალზე როგორც პრობლემის ამსახველი, აგრეთვე პოზიტიური ინფორმაცია. რეზო გეთიაშვილმა ყველაზე მწვავე პრობლემად კვლავ ე.წ. "სოციალური ჭრა" დაასახელა. მანვე აღნიშნა, რომ საქართველოში იჭრება 12-ჯერ მეტი ხე, ვიდრე ეს ტყის ბუნებრივი განახლების ტემპის გათვალისწინებით არის დაშვებული.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG