Accessibility links

სტუმრად ჩვენს ეთერში: საბა ბუაძე


საბა ბუაძე დანაშაულის სტატისტიკის შესახებ
please wait

No media source currently available

0:00 0:35:24 0:00

15 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო საბა ბუაძე, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI)-ს ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა დანაშაულის სტატისტიკასა და მის ხელმისაწვდომობაზე. ორგანიზაცია თვლის, რომ შსს არასრულყოფილად, არათანმიმდევრულად და არაპროაქტიულად აქვეყნებს დანაშაულის სტატისტიკას. ბოლო სტატისტიკური მონაცემები დანაშაულის შესახებ შსს-ს ვებსაიტზე 2016 წლის თებერვლით თარიღდება და იანვრის მდგომარეობას ასახავს: "ინფორმაციის ასეთი ხელმიუწვდომლობა ბადებს ეჭვს, რომ სამინისტროს მიერ სტატისტიკის გამოქვეყნების არათანმიმდევრულობა განპირობებულია სტატისტიკური მონაცემების შინაარსით", წაიკითხავთ IDFI-ს პუბლიკაციაში. საბა ბუაძემ ილაპარაკა შსს-ს მიერ "ღია მმართველობა საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში შეუსრულებელ ვალდებულებაზეც, რაც გულისხმობდა დანაშაულის კრიმინოგენური რუკის შედგენას. ორგანიზაცია მოუწოდებს შსს-ს ყოველთვიურად და დეტალურად გამოაქვეყნოს დანაშაულის სტატისტიკა და აგრეთვე განუმარტოს საზოგადოებას რა მეთოდოლოგიურმა ცვლილებებმა განაპირობა 2013 წელს დაფიქსირებული დანაშაულის შესახებ სხვადასხვა პერიოდში გამოქვეყნებულ მონაცემებში რადიკალური განსხვავება.

საბა ბუაძე "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:49:11 0:00
Direct link

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG