Accessibility links

18 აგვისტოს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო შალვა შავგულიძე, "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე. მან ილაპარაკა პარასკევს საღამოს უმრავლესობის ინიციატივით დაგეგმილი შეხვედრისწინა მოლოდინებზე. შალვა შავგულიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოპოზიციისთვის პრინციპულია დიალოგის დაწყება იმ პოზიციიდან, რომ პოლიტიკური ძალები განიხილავენ საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებას. მან აღნიშნა, რომ მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფორმატში ცვლილებებზე მუშაობის პროცესი დაიწყო და დაასრულა მოცემულობით - რომ ლაპარაკი იყო საპარლამენტო მოდელსა და სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაზე. საყოველთაო-სახალხო განხილვის ეტაპმაც ცვლილებების ამ პროექტით ჩაიარა. პოლიტიკური დისკუსია კომისიის ფარგლებში მიმდინარეობდა სწორედ იმაზე დაფუძნებით, რომ ქვეყანა გადადიოდა სრულად პროპორციულ სისტემაზე. მმართველი ძალის ერთპიროვნული გადაწყვეტილება იყო უკვე ის, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები კვლავ შერეული სისტემით ჩატარდეს. შალვა შავგულიძე არ ანიჭებს დიდ წონას პროექტის იმ ნაწილს, რომლითაც 2024 წლიდან სრულად პროპორციული სისტემა ამოქმედდება, რადგან დღეს სრულიად შეუძლებელია იმის გარანტირებულად განსაზღვრა რას მოისურვებს მმართველი ძალა შვიდი წლის შემდეგ. "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი პრინციპულად თვლის ე.წ. "გაუნაწილებელი მანდატების" სამართლიანად განაწილების მექანიზმის შემუშავებას. შალვა შავგულიძისა და მისი თანამოაზრე კიდევ რამდენიმე ოპოზიციური პარტია სწორედ სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მოცემულობაზე დაბრუნებას თვლიან დიალოგის განახლების საფუძვლად. სისტემის სხვადასხვა კომპონენტზე დიალოგი მათთვის სრულიად მისაღებია. რაც შეეხება, გადაწყვეტილების მიღების მექანიზმს დიალოგის ახალი რაუნდის ფორმატში, "დილის საუბრების" სტუმრის აზრით, ეს უნდა მოხდეს იმ ძალებს შორის კონსენსუსის საფუძველზე, ვინც მოლაპარაკებათა მაგიდის გარშემო აღმოჩნდება. შალვა შავგულიძის განცხადებით, თუ ხელისუფლება მაინცდამაინც დაიჩემებს, რომ ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღოს ბლოკების დაშვება-არდაშვების, ბარიერის საკითხებზე, მათი მნიშვნელობის მიუხედავად, ოპოზიცია არ აპირებს ამ საკითხებზე წინაპირობების დაყენებას. "არა უშავს, მიიღოს. იმიტომ, რომ ეს არ დააზიანებს ისე კონსტიტუციას და საარჩევნო სისტემას, როგორც დააზიანებს ის, რომ მანდატების განაწილება მოხდეს უსამართლოდ და ოპოზიციური ამომრჩევლის ხმები მთლიანად მიისაკუთროს ხელისუფლებამ", - აცხადებს შალვა შავგულიძე. შემდეგი პრინციპული საკითხია პრეზიდენტის არჩევის წესი. ოპოზიციური პარტიები თვლიან, რომ ამ საკითხზე ხელისუფლება უნდა დათანხმდეს პლებისციტის ჩატარებას და მისი შედეგით გადაწყდეს საკითხი. თუკი ხელისუფლება არ დაუბრუნდება პოზიციას, რომ 2020 წლის არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება, "თავისუფალი დემოკრატები" არ მიიღებენ მონაწილეობას დიალოგში. შალვა შავგულიძემ ილაპარაკა კონსენსუსის იმიტაციის შექმნის საფრთხეზე. ხელისუფლების მიერ გახმაურებული რამდენიმე ინიციატივა (მათ შორის, ბლოკების შექმნის ერთჯერადად დაშვების, ბარიერის დაწევის, ან ბუნებრივი ბარიერის პირობებში არჩევნების ჩატარების შესახებ) წარმოაჩენს ხელისუფლების სავარაუდო განზრახვას - მიაღწიოს კონსენსუსის იმიტაციას ე.წ. "სატელიტური პარტიების" გამოყენებით, ან ზოგიერთ არსებულ ძალასთან გარიგებით.

შალვა შავგულიძე "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:48:18 0:00
Direct link

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG