14 აპრილს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" შეკითხვებს პასუხობდა შორენა ლორთქიფანიძე, პოლიტოლოგი, "თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს" წარმომადგენელი. მან ილაპარაკა აშშ-ის მიერ ხუთშაბათს ავღანეთში განხორციელებულ სამხედრო ოპერაციაზე, აშშ-ის პრეზიდენტის ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებზე, აშშ-რუსეთის ურთიერთობებზე და ამ ურთიერთობების ფონზე საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებსა და ამოცანებზე.
-
ნინო გელაშვილი
უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.