Accessibility links

სტუმრად ჩვენს ეთერში: შოთა გულბანი


2 თებერვალს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო შოთა გულბანი, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (აფბა) პრეზიდენტი. მან ილაპარაკა საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე და მის გამაპირობებელ ფაქტორებზე. NDI-ს ბოლო გამოკვლევის თანახმად, გამოკითხულთა 60% თავს დაუსაქმებლად თვლის. "საქსტატის" მონაცემები გაცილებით ოპტიმისტურია - 2016 წლის მონაცემებით, უმუშევრობის დონე 11,8%-ია. CRRC-ს მიერ მომზადებული "კავკასიის ბარომეტრი - 2017"-ის მიხედვითაც, ადამიანების დიდი ნაწილი ყოველდღიურად მეტს ფიქრობს უმუშევრობასა და სიღარიბეზე, ვიდრე იმავე საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე. შოთა გულბანი შენიშნავს დიდ განსხვავებას მოსახლეობის გამოკითხვის შედეგებსა და ოფიციალურ სტატისტიკას შორის და განმარტავს, რომ ერთი მხრივ სტატისტიკა იქმნება განსაზღვრული პარამეტრებით, მეორე მხრივ კი, მოსახლეობის გამოკითხვა აჩვენებს უმწვავეს სურათს დასაქმების კუთხით. შოთა გულბანმა ილაპარაკა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელობაზე, ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობის საკითზე, ფინანსური ბაზრის განუვითარებლობის, პორტფელური ინვესტიციების საჭიროების შესახებ.

შოთა გულბანი "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:53:43 0:00
Direct link

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG