Accessibility links

სტუმრად ჩვენს ეთერში: სულხან სალაძე


29 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო სულხან სალაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი. მან ილაპარაკა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის არჩევის პროცესზე. 28 დეკემბერს ამოიწურა ვადა, როცა გენერალური დირექტორობის ღია კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეეძლოთ სამეურვეო საბჭოსთვის მიმართვა. 31 დეკემბერს სამეურვეო საბჭო კანდიდატთა სიას გამოაქვეყნებს. კონკურსში მონაწილეობის სურვილი გამოხატა 15-მა პირმა. კონკურსის პირველი ტურის ფარული კენჭისყრა ჩატარდება 2017 წლის 3 იანვარს. 4 და 5 იანვარს დაგეგმილია მეორე ტურში გასულ კანდიდატებთან გასაუბრება. გენერალურ დირექტორს კი სამეურვეო საბჭო გამოავლენს 6 იანვარს. გადაცემის მიწურულს სულხან სალაძემ ილაპარაკა აგრეთვე ახალი მედიაჰოლდინგის შექმნის პროცესზეც - "სატელევიზიო მედიაში საქართველოში შემთხვევით არაფერი ხდება", - ამბობს სულხან სალაძე და ფიქრობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის არჩევისა და ახალი ჰოლდინგის შექმნის პროცესები დაკავშირებულია ერთმანეთთან. ამ კონტექსტში სულხან სალაძე უაღრესად მნიშვნელოვნად თვლის იმას, თუ ვის აირჩევს სამეურვეო საბჭო საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად.

სულხან სალაძე "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:49:31 0:00
Direct link

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG