Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: სულხან სალაძე


სტუმრად ჩვენს ეთერში: სულხან სალაძე
please wait

No media source currently available

0:00 0:42:28 0:00

27 ივნისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო სულხან სალაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი. მან ილაპარაკა პარლამენტში ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტზე, რომელიც "მაუწყებლობის შესახებ კანონსა" და საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობას ეხება. ცვლილებები ინიცირებულია უმრავლესობის წევრი 13 დეპუტატის მიერ. სულხან სალაძემ ყურადღება გაამახვილა რამდენიმე საკითხზე. ერთ-ერთი შეეხება სამეურვეო საბჭოსა და გენერალური დირექტორის თანამშრომლობის რეგულაციას. კერძოდ, ცვლილების პროექტის მიხედვით, სამეურვეო საბჭოს აღარ შეეძლება საკუთარი ინიციატივით შეიტანოს ცვლილებები ბიუჯეტში, რისი უფლებაც მას აქვს მოქმედი კანონით. გარდა ამისა, კანონპროექტით უქმდება 30-ე მუხლის "თ" ქვეპუნქტი, რომლითაც სამეურვეო საბჭო "ადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების შრომითი ხელშეკრულების ძირითად პირობებს, მათ შორის, ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის პირობებს". ცვლილებების პროექტში რიგი საკითხების ეხება საზოგდოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტს. ერთ-ერთი ახალი პუნქტით, მაუწყებელი უფლებამოსილი იქნება "საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემოსავლები, მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ასიგნებები მიმართოს დამწყები საწარმოების (სტარტაპების) წახალისების, ტელე-, რადიო- და ონლაინ პროდუქციის ინოვაციური განვითარების, მაუწყებლობის სფეროში გარემოს განვითარების ხელშეწყობის მიზნით". სულხან სალაძეს ცვლილებების პროექტი არაერთ კითხვას უჩენს და სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობას უსვამს ხაზს. ამასთან, ის ლაპარაკობს არსებულ პრაქტიკაზეც, რომ საბჭოს უმრავლესობა კრიტიკულ საკითხებში მენეჯმენტის პოზიციას იკავებს. სულხან სალაძემ ილაპარაკა "ევროპის მაუწყებელთა კავშირის" კომენტარებზეც, რომლებითაც დადებითად ფასდება დაგეგმილი ცვლილებები. თუმცა, "დილის საუბრების" სტუმრის ინფორმაციით, "ევროპის მაუწყებელთა კავშირში" არ იყო გაგზავნილი ცვლილებების შესახებ სრული ინფორმაცია, არამედ მას მიეწოდა ინფორმაცია მხოლოდ სამ მუხლზე. სულხან სალაძის შეფასებით, პრობლემურია "მაუწყებლობის შესახებ კანონის" 21-ე მუხლზე (საქმიანობის საჯაროობის უზრუნველყოფის შესახებ) ისეთი პუნქტების დამატება, რომლებითაც საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობაში "დაგეგმილი ან შეტანილი ნებისმიერი სიახლის შესახებ ინფორმაცია ან ამ ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტი, რომლის გასაჯაროებას შეუძლია ზიანი მიაყენოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობას კონკურენტულ გარემოში, მისი ეთერში გასვლამდე, არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და მასზე არ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავი". ცვლილებების პროექტით, ინფორმაციის გასაჯაროების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საზმაუს გენერალური დირექტორი.

სულხან სალაძე "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:48:53 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG