Accessibility links

სტუმრად ჩვენს ეთერში: სულხან სალაძე


7 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო სულხან სალაძე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარე. ის საია-ს გამგეობის 5 დეკემბრის სხდომაზე კენჭისყრის შედეგად აირჩიეს ორგანიზაციის ხელმძღვანელად. მან ილაპარაკა ორგანიზაციის პრიორიტეტებზე და თავმჯდომარის გამოწვევებზე. სულხან სალაძის თქმით, ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული გამოწვევებისა და სამოქალაქო სექტორში დიდი კონკურენციის ფონზე რთულია ლიდერის პოზიციის შენარჩუნება. ამას ერთვის ისიც, რომ საია-ს მუშაობის დიაპაზონი ფართოა და არ შემოიფარგლება რამდენიმე თემით. სულხან სალაძემ აღნიშნა, რომ საია-ს არასდროს მიუღია დაფინანსება ხელისუფლებისგან და ამ საკითხს პრინციპულად უდგება. საია-ს თავმჯდომარემ ილაპარაკა შუალედური მენეჯერული რგოლის გაძლიერების საჭიროებაზე და ორგანიზაციის გააქტიურებაზე იმგვარად, რომ ის უფრო მობილური იყოს. დღეს საიას ქსელი შედგება ცენტრალური და 8 რეგიონული ოფისისგან. სულხან სალაძე ამბობს, რომ ადამიანის უფლებების დაცვა გულისხმობს მუდმივი დისკომფორტის შექმნას ხელისუფლებისთვის იმ თემებზე, სადაც პრობლემებია და სამოქალაქო სექტორი არ უნდა ელოდებოდეს ცალეულ შემთხვევებს რეაგირებისთვის, არამედ ეწეოდეს სისტემურ ადვოკატირებას. ახალი თავმჯდომარის თქმით, როგორიც უნდა იყოს საია-ს შემდგომი საქმიანობა, ადამიანის უფლებების დაცვა იქნება ყოველთვის უპირატესი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

20 სექტემბრიდან რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ვმასპინძლობდით 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტიებსა და ბლოკებს. თითოეულ პოლიტიკურ სუბიექტს თანაბარი დრო (20 წუთი) ეთმობოდა და ეძლეოდა საშუალება, აუდიტორიისთვის წარედგინა თავისი პრიორიტეტები და პოზიციები ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე: ეკონომიკური აქტივობის ხელშეწყობაზე, სოციალური საკითხების მოგვარებაზე, გარემოს დაცვაზე, ინფრასტრუქტურის განვითარებასა თუ სატრანსპორტო პოლიტიკაზე. ყველა ინტერვიუს აუდიო და ვიდეოჩანაწერი გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებსაიტსა და ფეისბუკის გვერდებზე.

XS
SM
MD
LG