Accessibility links

სტუმრად ჩვენს ეთერში: თამარ ავალიანი


თამარ ავალიანი, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურიდიული სამსახურის უფროსი

29 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო თამარ ავალიანი, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურიდიული სამსახურის უფროსი. მან მიმოიხილა ადამიანის უფლებათა მდგომარეობა 2017 წელს. თამარ ავალიანი შეეხო როგორც ცალკეულ სფეროებს, ისე ცალკეულ გახმაურებულ საქმეს, რომელმაც ხელი შეუწყო ამ გამოწვევების წარმოჩენას. პირველ რიგში "დილის საუბრების" სტუმარი შეეხო სასამართლო რეფორმის საკითხს. მისი შეფასებით, კვლავ პრობლემად რჩება მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის, დაწინაურებისა და უვადოდ დანიშვნის პროცესის გამჭვირვალედ წარმართვა. იურისტისა და მისი არაერთი კოლეგის მოსაზრებით, მართლმსაჯულების რეფორმის პროცესის წარმატებას არ განაპირობებს ტალღების სიმრავლე, არამედ იმგვარი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც რეალურად შეუწყობდა ხელს იუსტიციის საბჭოს რეფორმირებას, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობასა და გამჭვირვალებას. თამარ ავალიანმა ილაპარაკა საკონსტიტუციო რეფორმაზეც - როგორც პროცესზე, ისე რიგ ცვლილებებზე. გარკვეული ცვლილებებისა და წინსვლის მიუხედავად, უფლებადამცველის თქმით, გამოწვევები რჩება პენიტენციურ სისტემაში, რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის კუთხით. ბოლო ერთი წლისა და ბოლო დღეების მოვლენებმაც ცხადყო დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის საჭიროება და აუცილებლობა. ასეთის არსებობა ერთი მხრივ ხელს შეუწყობდა სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულის მიუკერძოებელ და ეფექტიან გამოძიებას, მეორე მხრივ კი შეასრულებდა პრევენციის ბერკეტის ფუნქციასაც. გახმაურებულ საქმეთა შორის თამარ ავალიანი "დილის საუბრებში" შეეხო: დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეს, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიციის მოთხოვნასთან დაკავშირებულ საქმეს, აფგან მუხთარლის თბილისიდან გაუჩინარებისა და აზერბაიჯანელი სამართალდამცავების ხელში აღმოჩენის საქმეს, დავით ხარშილაძის საქმეს. საუბრის დასასრულს თამარ ავალიანმა ილაპარაკა თბილისში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ოფისის გახსნის მნიშვნელობაზე. 2017 წლის ბოლო "დილის საუბრებში" მსმენელთა ზარებმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა, რომ უმწვავეს პრობლემად რჩება მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.

თამარ ავალიანი "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:53:22 0:00
Direct link

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG