Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: თამარ ბაგრატია


სტუმრად ჩვენს ეთერში: თამარ ბაგრატია
please wait

No media source currently available

0:00 0:43:13 0:00

14 აგვისტოს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო თამარ ბაგრატია, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი. მან ილაპარაკა ჰაერის მონიტორინგის სისტემასა და დღეს არსებულ მონაცემებზე. სააგენტომ გამოაქვეყნა მიმდინარე წლის ივლისში ჰაერის ინდიკატორული გაზომვების შედეგები. საქართველოს 20 ქალაქში იყო განთავსებული 134 ცალი ინდიკატორული მილაკი. სააგენტოს თანახმად, გოგირდის დიოქსიდის, ოზონისა და ბენზოლის ინდექსები დაბალი იყო ყველა წერტილში. აზოტის დიოქსიდის მაღალი ინდექსები აღინიშნა ქალაქ თბილისში - მელიქიშვილის ქუჩასა და მეტროს სადგურ "ტექნიკურ უნივერსიტეტთან", ქალაქ ქუთაისში - ჭავჭავაძის გამზირზე. თამარ ბაგრატიამ განმარტა, რომ ჰაერის მონიტორინგი ხდება ავტომატური სადგურებისა და ინდიკატორული გაზომვების საშუალებით. დღეს თბილისში 4 ავტომატური სადგური მუშაობს, ქუთაისსა და ბათუმში - თითო-თითო, ბათუმში მალე მეორე სადგურიც დამონტაჟდება, სააგენტოს კი ექნება მოძრავი ავტომატური სადგური. სააგენტოს უფროსი აღნიშნავს, რომ საქართველოს დიდ ქალაქებში ყველაზე დიდი დამაბინძურებელია მყარი შეწონილი ნაწილაკი, ანუ - მტვერი. რაც შეეხება დაბინძურების წყაროებს, მშენებლობების, მოუწესრიგებელი გზის საფარისა და ცალკეული საწარმოების გვერდით, ერთ-ერთ უმთავრეს დამაბინძურებლად თამარ ბაგრატია ასახელებს გაუმართავ ავტოტრანსპორტსა და საწვავს. გარემოს ეროვნული სააგენტოს კომპეტენციაში არ შედის საკანონმდებლო აქტივობა, თუმცა, ის იძლევა მნიშვნელოვან ინფორმაციას საზოგადოებისა და გადაწყვეტილებების მიმღებებისთვის. თამარ ბაგრატიამ განმარტა, რომ დიდ ქალაქებში ჰაერის ხარისხზე ზრუნვა მეტად კომპლექსურია და დაბინძურების წყაროების შემცირების გარდა, გულისხმობს მათ შორის - მშენებლობების იმგვარად დაგეგმვასაც, რომ ახალმა შენობებმა არ შეზღუდოს ჰაერის ცირკულაცია, რისი გათვალისწინებაც დღეს არ ხდება.

თამარ ბაგრატია "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:49:01 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG