Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: თამარ დოლაქიძე და ივანე ჩხაიძე


თამარ დოლაქიძე და ივანე ჩხაიძე იმუნიზაციის მნიშვნელობაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:42:17 0:00

27 აპრილს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ თამარ დოლაქიძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმუნოპროფილაქტიკის, დაგეგმვისა და მონიტორინგის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი და ივანე ჩხაიძე, პედიატრი, იაშვილის საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი. საქართველო წელსაც უერთდება ევროპის იმუნიზაციის კვირეულს, რომელიც 24-30 აპრილს ტარდება. სტუმრებმა ილაპარაკეს იმუნიზაციაზე: იმუნიზაციის კალენდარში დანერგილ ახალ ვაქცინებზე, სხვა სიახლეებზე, მიღწევებსა და გამოწვევებზე. მიღწევებს შორის თამარ დოლაქიძემ დაასახელა 5 წლამდე ასაკის ბავშვთა გარდაცვალების მაჩვენებლის მნიშვნელოვანი შემცირება 2000-დან 2015 წლამდე (27,2-დან 10,5-მდე), რაც დაკავშირებულია იმუნიზაციასთან, რადგან ბავშვთა სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზი ინფექციური დაავადებებია, რომელთა პრევენციაც შესაძლებელია იმუნიზაციით. თამარ დოლაქიძემ აღნიშნა საქართველოში აცრების გვიან დაწყებისა და გვიან დასრულების პრობლემა, რაც იმუნიზაციით ბავშვთა მოცვის გაზრდას უშლის ხელს. მეორე მხრივ, მან აგრეთვე განმარტა, რომ იმუნიზაცია დაგვიანებული არასდროს არის. საქართველო ჯერჯერობით ვერ მოხვდა წითელისგან თავისუფალი ქვეყნების რიგში და წითელის აღმოფხვრა რჩება ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად. ივანე ჩხაიძემ ილაპარაკა ექიმის როლზე ვაქცინაციის დროულად და სრულად ჩატარებაში. მან ერთ-ერთ გამოწვევად ექიმების არასრულფასოვანი ინფორმირებულობა დაასახელა. ივანე ჩხაიძემ განმარტა, რომ აცრის რეალური წინააღმდეგ ჩვენება საქართველოში შეიძლება იყოს თითებზე ჩამოსათვლელი და არა ის მიზეზები, რასაც ხშირად იშველიებენ არასრულად ინფორმირებული ექიმები და მათ მიერ დარიგებული მშობლები. პედიატრი თვლის, რომ იმუნიზაციის კვირეულიც, რომელიც უკვე მეათე წელია, ტარდება, გამოყენებული უნდა იყოს არა მხოლოდ ფართო საზოგადოების, არამედ ექიმების უკეთესად გათვითცნობიერებისთვის. "დილის საუბრების" სტუმრებმა ილაპარაკეს საზოგადოებაში გავრცელებულ მითებზეც, რომლებიც იმუნიზაციას უკავშირდება და რის გამოც ბევრი მშობელი თავს იკავებს შვილების იმუნიზაციისგან.

გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG