Accessibility links

სტუმრად ჩვენს ეთერში: თამარ იაკობიძე


თამარ იაკობიძე ფარული გამოძიების სტატისტიკაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:37:24 0:00

9 თებერვალს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო თამარ იაკობიძე, IDFI-ს საჯარო პოლიტიკისა და სამოქალაქო ჩართულობის მიმართულების ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადებისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების 2016 წლის სტატისტიკურ მონაცემებზე, რომელთა თანახმად, 2016 წელს სასამართლოებში ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით შესული შუამდგომლობების რაოდენობა ერთნახევარჯერ გაიზარდა, მათი დაკმაყოფილების წილი კი - 77%-დან 92%-მდე.

Direct link

სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერაზე 2016 წელს განხილული შუამდგომლობების სტატისტიკა დანაშაულის კვალიფიკაციის მიხედვით პირველი სამეული ასე გამოიყურება: თაღლითობა - 70 შუამდგომლობით, ქრთამის აღება - 57 შუამდგომლობით, გამოძალვა - 58 შუამდგომლობით. უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში ან უცხოეთის კონტროლისადმი დაქვემდებარებულ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების ან ტერორისტულ საქმიანობაში მათ დახმარების მუხლით 2016 წელს სასამართლოს ფარული მიყურადების შუამდგომლობით მიმართეს 2-ჯერ. თამარ იაკობიძემ აღნიშნა, რომ 2016 წელს სატელეფონო მიყურადებასთან დაკავშირებით განხილული შუამდგომლობები მთლიანი ფარული მოქმედებების მხოლოდ 9,7%-ს შეადგენდა. ამ მხრივ, რეგიონების მიხედვით პროცენტულად ლიდერობს თეთრიწყარო (42,9%), სენაკი (18%) და გურჯაანი (18%). თბილისში სატელეფონო მიყურადების წილი ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში 10,3% იყო. სტუმარმა ილაპარაკა სტატისტიკაზე რეგიონების მიხედვითაც. სასამართლოების მიერ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით განხილული შუამდგომლობების რაოდენობის მიხედვით თბილისი ლიდერობს (2902 შუამდგომლობით), მეორე ადგილზეა ბათუმი, მესამეზე კი - ქუთაისი. ბოლო ადგილზე ამ ცხრილში ახალქალაქია 2 შუამდგომლობით. თამარ იაკობიძემ ილაპარაკა მოქმედ კანონმდებლობაზე, რაც დღეს არეგულირებს ფარულ საგამოძიებო მოქმედებებსა და მათზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. "დილის საუბრებში" ტელეფონით ჩაერთო ლიკა საჯაია, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" საპარლამენტო მდივანი და ილაპარაკა საკანონმდებლო ცვლილებების განხილვის მიმდინარე პროცესზე. გასულ კვირაში, მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ წარმოადგინა ცვლილებების თავისი პროექტი, კამპანია "ეს შენ გეხებას" წევრმა ორგანიზაციებმა დატოვეს სამუშაო ჯგუფი, თუმცა, აგრძელებენ პროცესის მონიტორინგს.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

გამოიწერეთ ჩვენი შეტყობინებები

XS
SM
MD
LG