Accessibility links

სტუმრად ჩვენს ეთერში: თამაზ ჯაფოშვილი


სტუმრად ჩვენს ეთერში: თამაზ ჯაფოშვილი
please wait

No media source currently available

0:00 0:19:49 0:00

14 სექტემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო თამაზ ჯაფოშვილი, "მშრომელთა სოციალისტური პარტიის" (N15) თავმჯდომარე. ის თვლის, რომ მიწა არ უნდა გაიყიდოს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე.

თამაზ ჯაფოშვილმა პირდაპირი ეთერის მნიშვნელოვანი ნაწილი სოფლის მეურნეობაზე საუბარს დაუთმო და თქვა, რომ სოფელში ხალხს პენსიის გაზრდა ვერ დააკავებს და სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს მექანიზაციას, უნდა შექმნას ფერმები, ააშენოს კომფორტული სახლები, კინოთეატრები. "მშრომელთა სოციალისტური პარტიის" თავმჯდომარე თვლის, რომ ჩინოვნიკებს უნდა შეეზღუდოთ ხელფასზე დანამატები და პენსიონერებს წელიწადში ორჯერ მიეცეთ პენსიაზე დანამატი: ერთხელ - გაზაფხულზე, "ახალი ხილის შემოსვლისას" და მეორედ - საახალწლოდ. თამაზ ჯაფოშვილი აგრეთვე ამბობს, რომ მას აქვს მოქალაქეებისთვის საბჭოთა პერიოდის დაკარგული ანაბრების დაბრუნების გეგმა - სახელმწიფომ უნდა შექმნას რამდენიმე ბანკი, რომლიდან "ამონაგებითაც" ნელ-ნელა გაისტუმრებენ მეანაბრეთა დავალიანებას. გარდა ამისა, სტუმარმა ილაპარაკა სახელმწიფოსთვის "სტრატეგიული ობიექტების" დაბრუნებაზე. "დილის საუბრების" სტუმრის აზრით, საქართველომ უარი უნდა თქვას ნატოში საქართველოს ინტეგრაციაზე: "აუცილებლად უნდა დაველაპარაკოთ რუსეთს. ჩვენ შევქმენით რუსეთ-საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის საზოგადოება. დავიწყეთ შერიგების პროცესი სახალხო დიპლომატიის სახით. ვიდრე ომი დაიწყებოდა, 2008 წელს 18 კაცი შევხვდით კოკოითს. ძალიან კარგად წავიდა საქმე. ველოდებოდით, რომ აქეთ დავპატიჟებდით და დავიწყებდით შერიგების პროცესს". "მშრომელთა სოციალისტური პარტიის" ლიდერი ამბობს, რომ საქართველო ტყუილად აცდენს დროს ნატოზე და რუსეთს უნდა დაელაპარაკოს "ნორმალურად, ცივილიზებული მეთოდებით".

თამაზ ჯაფოშვილი "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:20:00 0:00
Direct link

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG