Accessibility links

სტუმრად ჩვენს ეთერში: ვალერი ჩეჩელაშვილი


23 იანვარს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ვალერი ჩეჩელაშვილი, ელჩი, "რონდელის ფონდის" უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. მან ილაპარაკა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს წინადადებაზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით. უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალური ვებსაიტის თანახმად, 19 იანვარს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ აღნიშნა, რომ "რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მექანიზმი ვითარდება და საქართველოს მხარეს შეუძლია შეუერთდეს პროცესს", - წერს პრესსამსახური და მოჰყავს უკრაინის პრეზიდენტის სიტყვები, რომ საქართველოს ჩართვა "ხელს შეუწყობს ყურადღების მეტად გამახვილებას და ბიძგს მიცემს ევროპას სანქციების გაგრძელებისთვის. ჩვენ შეგვიძლია დავამატოთ საქართველოს კომპონენტი - სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი", - განუცხადებია უკრაინის პრეზიდენტს საქართველოს დელეგაციისთვის. ჯერჯერობით უცნობია საქართველოს ხელისუფლების პოზიცია საკითხზე, თუმცა, საექსპერტო წრეებში უკვე მსჯელობენ მასზე. ვალერი ჩეჩელაშვილი თვლის, რომ საქართველომ უნდა გამოიყენოს ეს ინიციატივა, აწარმოოს აქტიური კონსულტაციები თავის დასავლელ პარტნიორებთან და მიაღწიოს საქართველოს ოკუპაციის კომპონენტის დამატებას რუსეთის წინააღმდეგ თავის დროზე (2014) უკრაინის გამო დაწესებული სანქციების პირობაში: "რუსეთმა ძალიან კარგად იცის, რომ დასავლეთის მიერ მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შერბილება ან გაუქმება დღეს არის დაკავშირებული რიგ პირობებთან. ამ პირობების ჩამონათვალში პირველ რიგში ყველა ახსენებს: ყირიმის დეანექსაციას, ხშირად ამბობენ, რომ უნდა შეწყდეს საომარი მოქმედებები უკრაინაში, მაგრამ არავინ საუბრობს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაციაზე. ეს არის უსამართლობა და ჩვენ ეს უსამართლობა უნდა გამოვასწოროთ. რუსეთმა უნდა იცოდეს და ეს ჩვენი დიპლომატიის ამოცანაა, რომ სანქციები მოეხსნება მხოლოდ მაშინ, როცა არა მხოლოდ უკრაინის პრობლემების მოგვარება მოხდება, არამედ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაცია. ჩვენ და უკრაინა ერთ ნავში ვხსედვართ", - ამბობს ვალერი ჩეჩელაშვილი "დილის საუბრებისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

ვალერი ჩეჩელაშვილი "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:52:01 0:00
Direct link

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG