Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ვაჟა ადამია


სტუმრად ჩვენს ეთერში: ვაჟა ადამია
please wait

No media source currently available

0:00 0:20:07 0:00

15 სექტემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ვაჟა ადამია, "მერაბ კოსტავას საზოგადოების" (N22) თავმჯდომარე.

მან ილაპარაკა საგარეო პოლიტიკაზე: "საგარეო პოლიტიკა იწყება ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვით. უსაფრთხოებაზე ზრუნვა მოიცავს ქვეყნის ძლიერებას. ქვეყნის ძლიერება დამოკიდებულია ძლიერ ეკონომიკაზე. ძლიერება საჭიროა იმისათვის, რომ ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი იყოს დაცული ქვეყნისა. მაგრამ ისეთ პირობებში, როგორშიც დღეს საქართველოა, ძნელია ამ პირობის შესრულება მრავალი წლის მანძილზე მოშლილი ეკონომიკის პირობებში. ამიტომ, ეს ვაკუუმი, რაც დღეს გვაქვს ქვეყნის ძლიერების თვალსაზრისით, შეგვიძლია შევავსოთ საქართველოს მეგობარ ქვეყნებთან და პირველ რიგში, შეერთებული შტატებთან ურთიერთობის გაღრმავებით“. ვაჟა ადამია აცხადებს, რომ აშშ-ისა და საქართველოს სტრატეგიული ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. „მერაბ კოსტავას საზოგადოების“ თავმჯდომარე თვლის, რომ საქართველოს მხოლოდ შეერთებული შტატების ძალისხმევით შეუძლია თავი დააღწიოს რუსეთის ბატონობას და გახდეს დიდი ევროპული, დასავლური ოჯახის წევრი. ვაჟა ადამია აცხადებს, რომ საქართველო უნდა ესწრაფვოდეს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას. ახლანდელ ხელისუფლებას ის „უნიათოს“, „შეუმდგარსა“ და „რუსეთუმეს“ უწოდებს. ვაჟა ადამია აქებს წინა ხელისუფლებისდროინდელ პოლიციისა და განათლების (ეროვნული გამოცდები) რეფორმებს და აცხადებს, რომ ახლანდელი ხელისუფლების დროს „ეს ინსტიტუტები მახინჯდება“: „ეს არ არის ვანო მერაბიშვილის მიერ რეფორმირებული პოლიცია“.

ვაჟა ადამია "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:20:09 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG