Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: რაისა ლიპარტელიანი და ვიტალი გიორგაძე


30 აგვისტოს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ: რაისა ლიპარტელიანი, საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების იურიდიული დეპარტამენტის უფროსი და ვიტალი გიორგაძე, რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარე, რკინიგზელთა შიმშილობის აქციის მონაწილე. მათ ილაპარაკეს აქციის მიმდინარეობის შესახებ და შექმნილ ვითარებაში სახელმწიფოს როლზე. 29 აგვისტოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარემ წერილობით მიმართა პრემიერ-მინისტრს. განცხადებაში აღნიშნულია სოციალური დიალოგის პრობლემაზე და ნათქვამია: "რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი, ისევე როგორც ყოველთვის, ეხლაც მზად არის, შრომით-სამართლებრივი საკითხების ირგვლივ წარმოშობილი კოლექტიური შრომითი დავის დარეგულირების მიზნით, პროფკავშირის წევრთა ლეგიტიმური წარმომადგენლის სტატუსით, ჩაერთოს მოლაპარაკებების პროცესში, რომლის ფორმატიც აუცილებლად უნდა შეიქმნას სახელმწიფოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სტრუქტურის მიერ და მოლაპარაკებები აუცილებლად უნდა წარიმართოს სახელმწიფოს უფლებამოსილი პირის ან პირთა ჯგუფის ჩართულობით, წინააღმდეგ შემთხვევაში სს ,,საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაციასთან პირდაპირი მოლაპარაკებები არაეფექტური და არაფრის მომცემი იქნება". თავის მხრივ, "საქართველოს რკინიგზის" 21 აგვისტოს განცხადებაში აღნიშნულია: "სს "საქართველოს რკინიგზა" კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას აწარმოოს დიალოგი ნებისმიერ თანამშრომელთან როგორც პირდაპირი გზით, ასევე სახელმწიფო მედიაციის პირობებში მხოლოდ იმ საკითხებზე, რომელიც ეხება შრომით ურთიერთობებს". შექმნილია ვითარება, როცა მხარეებს (აქციის მონაწილეებსა და "საქართველოს რკინიგზას") შორის დიალოგი მედიაციის გარეშე შეუძლებელია. რაისა ლიპარტელიანმა ილაპარაკა სახელმწიფოს როლსა და ვალდებულებებზე შექმნილ ვითარებაში.

გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG