Accessibility links

სტუმრად ჩვენს ეთერში: ზურაბ ბაქრაძე


8 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ზურაბ ბაქრაძე, ურბანისტი. მან ილაპარაკა "მომავლის ქალაქმგეგმარებელთა რეალურ ლაბორატორია, თბილისის" მიერ განხორციელებულ სასწავლო ქალაქგეგმარებით პროექტზე, რომელიც ითვალისწინებდა ე.წ. "პლეხანოვის" უბნის განვითარების კონცეფციის შექმნასა და მომავალში უბნის ცალკეული ნაწილების დეტალური ქალაქმშენებლური პროექტების შემუშავებას. პროექტის პრეზენტაციაზე, რომელიც 8 დეკემბერს სამუსიკო სემინარიის შენობაში გაიმართება, მიწვეული არიან ქალაქის მმართველობის წარმომადგენლები, პროფესიონალები და ადგილობრივი მცხოვრებლები. ზურაბ ბაქრაძემ ილაპარაკა ქალაქგეგმარების სფეროში დღეს არსებულ ვითარებასა და ქალაქგანვითარებაში მონაწილე მხარეების როლზე. მან განმარტა - ვის რა პასუხისმგებლობა ეკისრება ქალაქის განვითარებაში, იქნება ეს: ქალაქის მმართველობა, ქალაქმგეგმარებლები, მოსახლეობა თუ ინვესტორი. ქალაქის განვითარების პროცესში თითოეულ მოთამაშეს თავისი ინტერესი და თავისი პასუხისმგებლობა აქვს. ზურაბ ბაქრაძემ თვლის, რომ ქალაქის მმართველობა არის გადამწყვეტი რგოლი, რომელიც უნდა ქმნიდეს საფუძველს დიალოგისათვის: დამგეგმავს, მესაკუთრესა (მოსახლეობა) და ინვესტორს შორის.

ზურაბ ბაქრაძე "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:24:26 0:00
Direct link

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG