Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ზვიად აბაშიძე


ზვიად აბაშიძე შიდაპოლიტიკურ ტენდენციებზე
please wait

No media source currently available

0:00 0:34:15 0:00

13 იანვარს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ზვიად აბაშიძე, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი. მან ილაპარაკა საქართველოს შიდაპოლიტიკურ ასპარეზზე მიმდინარე მოვლენებზე, აგრეთვე ტენდენციებზე, რომლებიც 2012 წლის არჩევნების შემდეგ პარტიების ცხოვრებაში გამოიკვეთა. ზვიად აბაშიძე თვლის, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გაყოფით ახალი არაფერი მომხდარა - ყოფილი მმართველი პარტიები საქართველოში იშლებიან. ერთი კია, რომ ყოფილი მმართველი პარტიებიდან ყველაზე დიდხანს შეინარჩუნა ერთობა. ამის მიზეზად ზვიად აბაშიძე ასახელებს ამ პარტიების არაჰომოგენურობას. "დილის საუბრების" სტუმარმა გაიხსენა აგრეთვე რა რესურსით იქმნებოდა საქართველოს უახლეს ისტორიაში მომავალი მმართველი პარტიები. პოლიტოლოგი განმარტავს, რომ მმართველი ძალის ჰომოგენურობის წყარო სახელისუფლო რესურსია და როგორც კი ის ქრება, ქრება პარტიის ჰომოგენურობაც. ზვიად აბაშიძის შეფასებით, "ნაციონალურ მოძრაობაში" რომ არ ყოფილიყო პრობლემა, მას (მიუხედავად იმისა, ვის რა ინტერესი შეიძლებოდა ჰქონოდა) ვერავინ დაშლიდა იმ ფორმით, როგორც დაიშალა. პოლიტოლოგმა ილაპარაკა საქართველოში პოლიტიკოსად ქცევისა და ზედაპირზე თავის შენარჩუნების რესურსზე. ზვიად აბაშიძე თვლის, რომ აქამდე აქტიურად მუშაობდა პოლიტიკოსობის საბჭოთა სკოლა და საჭიროა მეტი კონკურენცია. ჩვენი სტუმრის დაკვირვებით, სულ უფრო მატულობს ისეთი ახალგაზრდების რაოდენობა, ვინც თვლის, რომ თავისი შრომით, პროფესიონალიზმით და მონდომებით შეძლებს უკეთესი გზით წაიყვანოს ქვეყანა. ზვიად აბაშიძე უმნიშვნელოვანესად თვლის პოლიტიკური ინსტიტუტების დამოუკიდებლობასა და ავტონომიურობას სხვა ჯგუფებისგან - კერძო და საჯარო სფეროების გაყოფას.

ზვიად აბაშიძე "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:49:21 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG