Accessibility links

სტუმრად ჩვენს ეთერში: ზვიად დევდარიანი


14 აპრილს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ზვიად დევდარიანი, "სამოქალაქო განვითარების სააგენტოს" აღმასრულებელი დირექტორი. მან ილაპარაკა წინასაარჩევნოდ საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის შედეგების მნიშვნელობაზე - იმაზე, თუ როგორ უნდა "წაიკითხოს" საზოგადოებამ ეს ინფორმაცია და რაში გამოიყენოს.

ზვიად დევდარიანმა აღნიშნა, რომ გამოკვლევების შედეგებზე მეტად ის ელოდება ხოლმე გამოხმაურებებს კონკრეტულ მონაცემებზე. "დილის საუბრების" სტუმრის აზრით, საზოგადოებამ უნდა მიადევნოს თვალი იმას, თუ რამდენად აისახება ამომრჩევლისთვის პრიორიტეტული საკითხები პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგზე და საარჩევნო პროგრამაზე. "დილის საუბრების" ერთ-ერთი თემა იყო აგრეთვე პოლიტიკური ძალების მიერ სამოქალაქო სექტორიდან კანდიდატების შერჩევა და მიმდინარე კონსულტაციები.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG