Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ზვიად დევდარიანი


31 იანვარს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ზვიად დევდარიანი, "სამოქალაქო განვითარების სააგენტოს" ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა მოქალაქეების პეტიციების ახალ, ელექტრონულ, ოფიციალურ პლატფორმაზე, რომლის განხორციელების ვალდებულებაც საქართველოს მთავრობამ აიღო ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მეორე სამოქმედო გეგმის მიხედვით. მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ პეტიციის საშუალებით მოსთხოვონ მთავრობას ყურადღება გაამახვილოს ამა თუ იმ საკითხზე, რომელსაც, ახლანდელი მოცემულობით, მინიმუმ 10000 პირი მოაწერს ხელს. ზვიად დევდარიანმა აღნიშნა, რომ ასეთი მაღალი მინიმუმის დადგენამ შეიძლება ცუდად იმოქმედოს პეტიციის საიტის ეფექტიანობაზე და შესაძლებელია, განხილული იყოს მინიმალური ზღვრის დაწევის საკითხი. მოქალაქეთა ელექტრონული პლატფორმის პრეზენტაციებში "სამოქალაქო განვითარების სააგენტოს" გარდა მონაწილეობს "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია".

ზვიად დევდარიანი "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:24:54 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG