Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ზურაბ ხარატიშვილი


5 იანვარს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ზურაბ ხარატიშვილი, ხელმძღვანელი ორგანიზაციისა "სამოქალაქო ალიანსი საქართველოსთვის". მან ილაპარაკა არასაპარლამენტო ოპოზიციის მზაობაზე, შეხვდეს პრემიერ-მინისტრს საარჩევნო რეფორმაზე სამსჯელოდ. 13-მა არასაპარლამენტო ოპოზიციურმა და ორმა საპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიამ მოაწერა ხელი მიმართვას ვენეციის კომისიისადმი, რომელზეც 4 იანვარს შეთანხმდნენ და ვენეციის კომისიას საარჩევნო საკითხებზე პოლიტიკურ დისკუსიაში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდებენ. ზურაბ ხარატიშვილმა ილაპარაკა არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციის საკითხზე და ამ თვალსაზრისით არჩევნებში თამაშის წესებზე ფართო პოლიტიკური კონსენსუსის მნიშვნელობაზე.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG