Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გვექნება თუ არა შრომის კარგი ინსპექცია?


ლევან ჟორჟოლიანი
ლევან ჟორჟოლიანი

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა წელიწადნახევრიანი მუშაობის ანგარიში წარმოადგინა. დეპარტამენტის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ილაპარაკა პრობლემებზე, რომლებიც ამ დროის განმავლობაში შემოწმებულ 300 საწარმოში აღმოაჩინეს. მათ შორისაა სახანძრო და ელექტროუსაფრთხოების არარსებობა, მომეტებული ხმაური, მტვერი, ინდივიდუალური და კოლექტიური უსაფრთხოების დაუცველობა და ა.შ.

დეპარტამენტს, მისი მუშაობის არაეფექტიანობის გამო, შექმნის დღიდანვე აკრიტიკებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და პროფკავშირები. არაეფექტიანობას კი ძირითადად განაპირობებს ის, რომ სამსახურს არა აქვს პრევენციის მექანიზმი და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში შეუძლია მხოლოდ რეკომენდაციები გასცეს. შემოწმება ხშირად გეგმიურია, რაც, სპეციალისტების განმარტებით, ასევე ვერ იძლევა სასურველ შედეგს. ამ თემებზე ვესაუბრეთ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსს, ლევან ჟორჟოლიანს.

გვექნება თუ არა შრომის კარგი ინსპექცია?
please wait

No media source currently available

0:00 0:11:11 0:00
გადმოწერა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG