Accessibility links

თეონა თავაძე: საზღვარგარეთ სწავლისათვის დაფინანსების მიღება გამოფენიდანაც შეიძლება


თეონა თავაძე

თბილისში გაიხსნა უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების საერთაშორისო გამოფენა. გამოფენაში 15 ქვეყნის 100-ზე მეტი უნივერსიტეტი და საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრია წარმოდგენილი. საქართველოსა და საზღვარგარეთ - მათ შორის, ჩინეთსა და ავსტრალიაშიც კი - სასწავლებლად და პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებლად წასვლის მსურველებს გამოფენაზე საშუალება აქვთ უშუალოდ უნივერსიტეტების წარმომადგენლებისგან გაიგონ, რაც აინტერესებთ, ან მიიღონ სასწავლო დაფინანსება. გამოფენა ორ დღეს გასტანს. ჩვენი რადიოს კორესპონდენტმა ნინო ხარაძემ „ექსპო ჯორჯიას“ ერთ-ერთ საგამოფენო პავილიონში ინტერვიუ ჩაწერა გამოფენის ორგანიზატორ თეონა თავაძესთან.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG