Accessibility links

„იცოდე ჰეპატიტის შესახებ - იმოქმედე ახლავე“


დავით ბალიაშვილი

საქართველო ჰეპატიტების მსოფლიო დღეს, 28 ივნისს, ჰეპატიტების გამოვლენისა და მკურნალობის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი წარმატებებით ხვდება. ამ მხრივ განსაკუთრებით გამორჩეულია C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის პარტნიორობით, ამერიკული ფარმაცევტული კომპანია “Gilead”-ის ხელშეწყობით ახორციელებს. პროგრამა 2015 წლის აპრილში დაიწყო და დღემდე მკურნალობის კურსი 8 000-ზე მეტმა ადამიანმა დაასრულა. მათგან, დაახლოებით, 90 პროცენტი სრულად განიკურნა. ამჟამად მიმდინარეობს პროგრამის მეორე ეტაპი, რომლის თანმდევი პროცესია ასევე სკრინინგი და ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები. თავის მხრივ, ჰეპატიტების მსოფლიო დღე საქართველოსთვის მიღწეული შედეგებისა და დასახული გეგმების პრეზენტაციის ერთგვარ ნიშნულსაც წარმოადგენს. მათ შესახებ ნონა მჭედლიშვილი დაავადებათა კონტროლის ევროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროს სპეციალისტ დავით ბალიაშვილს ესაუბრა.

Direct link

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG