1 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნინკა ხაინდრავა, მემარცხენე ფემინისტური მოძრაობის - "ქალთა მზერის" წარმომადგენელი. მან ილაპარაკა ქალთა შრომით უფლებებსა, ქალთა მოძრაობის გამოწვევებსა და პირველ მაისს ქალთა მოძრაობის მიერ დაგეგმილ აქციაზე. მოძრაობა მიმართავს საქართველოს მთავრობას შექმნას "სააღმსრულებლო ფუნქციის მქონე შრომის მონიტორინგის მექანიზმი", კერძო სექტორს - სოციალური პასუხისმგებლობისკენ და მშრომელებს - გაერთიანებისკენ.
-
ნინო გელაშვილი
უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.