Accessibility links

ირაკლი ალადაშვილი: ფრანგ მინისტრს ჯილდო „ავანსად“ გადაეცა 


ირაკლი ალადაშვილი

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის, ჟან-ივ ლე დრიანის პირველ ვიზიტს საქართველოში ოპტიმისტური გამოხმაურება მოჰყვა მედიაშიც და პოლიტიკურ წრეებშიც.

„საფრანგეთი ქართული ცის „გადახურვას“ იწყებს“, ასეთი სათაურით გამოვიდა 13 სექტემბერს ერთ-ერთი პოპულარული გაზეთი „რეზონანსი“. სამშობლოში გამგზავრებამდე კი საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოს პრეზიდენტმა ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა „საქართველოსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისათვის“. იმის გასარკვევად, თუ რა როლს ასრულებს საფრანგეთი საქართველოს თავდაცვის გაძლიერებაში რადიო თავისუფლება სამხედრო ჟურნალ „არსენალის“ მთავარ რედაქტორს, ირაკლი ალადაშვილს დაუკავშირდა.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG