Accessibility links

ირმა პავლიაშვილი საიას შეფასებებზე


23 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ირმა პავლიაშვილი, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" (საია) პროექტის კოორდინატორი. მან ილაპარაკა არჩევნების დღეს საია-ს მიერ გამოვლენილ დარღვევებსა და პრობლემებზე. ძირითადი ტენდენცია, რაზეც საია არჩევნების დღის დილიდანვე აცხადებდა, არის ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე კონტროლი. ირმა პავლიაშვილმა განმარტა, რომ უბნებზე გამოკრული სიებისგან განსხვავებით, ამომრჩეველთა სამაგიდო სიებში არსებული ინფორმაცია არ არის სრულად საჯარო. შესაბამისად, საიამ ჩათვალა, რომ მმართველი პარტიის მიერ ამომრჩევლის მონაცემების მასშტაბურად შეგროვება და ხმის მიცემისთვის მათი მობილიზაცია იყო ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე კონტროლი, "რამაც ჩრდილი მიაყენა ამომრჩევლის ნების თავისუფლების პრინციპს". ამასთან, საია თვლის, რომ ცესკოს თავმჯდომარემ საჯარო განცხადებით "გაამართლა და წაახალისა კიდეც მსგავსი ფაქტები".

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG