Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ისლამური სახელმწიფო“ ერაყსა და სირიაში მესამედით ნაკლებ ტერიტორიას აკონტროლებს


შარშან თითქმის მესამედით შემცირდა ტერიტორია, რომელსაც ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფო“ ერაყსა და სირიაში აკონტროლებს. ამის შესახებ განაცხადა ექსტრემისტებთან შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით მებრძოლი კოალიციის წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა სტივ უორენმა. მან 5 იანვარს ბაღდადში ისაუბრა მონაცემებზე, რომლებიც კოალიციას აქვს „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებული ტერიტორიების შემცირებაზე.„ვფიქრობთ, რომ ერაყში (გაკონტროლებული ტერიტორია) 40%-ით შემცირდა. სირიაში უფრო რთულია სწორი მაჩვენებლის მოპოვება. ვფიქრობთ, როს 20%-მდეა და მთლიანობაში, ვფიქრობთ, 30%-მდე ერაყსა და სირიაში ერთად აღებული“. ისლამისტ ექსტრემისტებთან მებრძოლი კოალიციის დახმარებით, ისლამისტები ქურთმა მებრძოლებმა განდევნეს ჩრდილოეთ ერაყის რეგიონებიდან, ასევე სირიის ტერიტორიის ნაწილიდან, რომელიც თურქეთს ესაზღვრება. ხოლო ცენტრალურ ერაყში მთავრობის ჯარებმა და შეიარაღებულმა შიიტებმა კონტროლი აღადგინეს ქალაქ თიქრითზე, ექსტრემისტები განდევნეს ქალაქ რამადის უდიდესი ნაწილიდან. თუმცა, „ისლამური სახელმწიფო“ კვლავინდებურად აკონტროლებს სირიისა და ერაყის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG